პროფკავშირები შრომის კოდექსის ცვლილებათა პაკეტის დამახინჯების წინააღმდეგ - მშრომელთა გაერთიანებისთვის მიუღებელია ცვლილებები ისეთ ნორმებთან დაკავშირებით, როგორიცაა გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, აღსრულების მექანიზმი, დეკრეტული შვებულებისა და ანაზღაურების საკითხი.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ბიზნესის ზეწოლით შეცვლილი ნორმები გაერთიანების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

კანონპროექტი, საწყის ეტაპზე, იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვიყავით ჩართული, გამოიყურებოდა გაცილებით უკეთესად. ამოღებულია ძალიან ბევრი ნორმა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, ხელშეკრულების ვადებს, დეკრეტულ შვებულებებს, მინიმალურ ხელფასზე ჩანაწერი არ გვაქვს, სამუშაო დროის რეგულირების თვალსაზრისით გაუარესდა სტანდარტი. მთავარი მოთხოვნაა, ის ძირითადი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებულის დაცვას, დაბრუნდეს, დაიხვეწოს და მხოლოდ ასეთ სრულყოფილ რედაქციას ეყაროს კენჭი, - ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი