სამგორის გამგებელმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა, Facbook პოსტი წაშალა

გამოქვეყნდა:

 სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ აქციასთან დაკავშირებული პოსტი Facebook-დან წაშალა. მანამდე სამხარაძემ დაწერა, რომ  მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ "ქვეყნის მტრები და სი*ები არიან". 

ცნობისთვის, გუშინ მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი