არასამუშაო საათებში გაკეთებული განცხადება არ გვეხება - სამგორის გამგეობა გამგებლის ბილწსიტყვაობაზე და "სულიკო კედელაშვილის" კომენტარი

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არ გამოჩენილა სამგორის გამგეობაში გამგებელი, რომელმაც გუშინდელი მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა. გამგეობაში აგრესიით დახვდნენ ჟურნალისტებსაც. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კამერებს გამგეობის ფოიეში გადაღების უფლება არ მისცეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ განმარტება, რატომ გამოიყენა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოქალაქეების მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია.

პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს,რომ საკითხი გამგეობას არ ეხება, რადგან სამხარაძემ ფეისბუქ სტატუსი არასამუშაო საათებში დაწერა - არასამუშაო საათებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მის პირად ფეისბუქზე გაკეთებულ განცხადებაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ეს არ არის გამგეობის საკითხი - ამბობს პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელი 

აღსანიშნავია, რომ სამხარაძემ პოსტი უკვე წაშალა, თუმცა წაშლამდე მისი ამ სტატუსის ქვეშ, კომენტარებში მერიის უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის, სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილი ნუგზარ ჭონქაძისგან კომენტარიც იყო, აქციის მონაწილეები მანაც ლანძღა.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კედელაშვილი ადამიანების მიმართ სიძულვილი ენას იყენებს, თუმცა მერ კალაძეს აქამდე არასდროს ჰქონია რეაქცია. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი