სი*ები სულხან-საბას ლექსიკონში ნიშნავს ჩიტს, მეგობრები ასე ვესაუბრებით ერთმანეთს - სამგორის გამგებელი

გამოქვეყნდა:

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ამბობს, რომ სტატუსი, რომლითაც მან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა საჯარო არ იყო. მან "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ მისი პოსტი მეგობრებზე იყო გათვლილი და რომ ერთმანეთს ისინი ასე ესაუბრებიან. 

გამგებელმა ჟურნალისტს უთხრა სიტყვა სი*ების მნიშვნელობა სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ნახოს.

"ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს, არც პოლიტიკურს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. [პოსტი] არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ ჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როდის გახსნა მე ეგ არ ვიცი და ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ ჩაიხედეთ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვების ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი, და უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების ჩვენ მეგობრები გვაქვს ასეთი ლექსია და საუბარი, რომლებიც ვუგებთ ერთმანეთს", - თქვა კახა სამხარაძემ. 

"მთავარ არხთან" საუბრისას მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ნუგზარ ჭონქაძემ, რომელის სტატუსზე სამგორის გამგებელს დაეთანხმა და აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გალანძღა ამბობს:

"რა კომენტარი, მოდი რა გენაცვალე, თავი დამანებე".

სამგორის გამგებელმა, აქციასთან დაკავშირებული კახა სამხარაძემ დაწერა, რომ  მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ "ქვეყნის მტრები და სი*ები არიან". მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი