ხოშტარია და ნაცმოძრაობა არიან რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ ოპოზიციას და განსაკუთრებით კი ელენე ხოშტარიას დრეს ბოლშევიკები უწოდა. კობახიძე "დროას" ლიდერის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ხოშტარიამ დღეს იმ პროკურორების სია დაასახელა, ვინც მისი თქმით, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები არიან და უნდა დასანქცირდნენ.

"რასაც ხოშტარია აკეთებ,ს ეს არის საბჭოური მეთოდები. ხდება შავი სიების წარმოდგენა,  ესენი რომ იყვნენ 100 წლის წინანდელ პერიოდში, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება, ეს არის ხოშტარია, ეს არის ნაცმოძრაობა. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და ეს რუსული ფინანსებიც ამასთან არის მე მგონი კავშირში. ესენი არია ბოლშევიკები. ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მუშობა. ესენი არიან 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები...

ყალბი ადამიანები არიან ისინი, ბოლშევიკებისთვისაც დამახასიათებელი იყო სიყალბე. ესენი არიან ხოშტარია, გვარამია, სააკაშვილი და სხვები... " თქვა კობახიძემ. 

დროამ პროკურორებამდე გამოაქვეყნა ბიზნესმენებისა და მოსამართლეების სია, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი