უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი... რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პასუხისმგებლები ჩვენ ვართ იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით აბსოლუტურად. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში და მოლდოვაში, ნახავთ, ყველა მიმართულებით რომ საქართველო არის აბსოლუტურად წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, გვქონოდა ეგ სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით. 

ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას - რაში გამოიხატება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა, თუ საქართველო ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი