წყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს

გამოქვეყნდა:

ცნობილი ხდება, რომ წყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც საზოგადოება "ტილიკას" სახელით იცნობდა. არსებული ინფორმაციით, ის მანქანაში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, 20 ტყვია აქვს ნასროლი. 

ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია 
Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

შსს-ში გვეუბნებიან, რომ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი