ჭავჭავაძეზე ახლადდამონტაჟებულ გაჩერებაზე მანქანა შევარდა
გამოქვეყნდა:
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირზე "შკოდას" მარკის ავტომანქანა, რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ გაჩერებაზე შევარდა. როგორც "მთავარ არხს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა .