"ოცნება" ყველაფერს იკადრებს, რაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლებებს უკადრიათ - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

როგორი იქნება ხელისუფლების წინასაარჩევნო ტაქტიკა - უკვე დაიწყო ღია ბრძოლა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, იდევნება განსხვავებული აზრი, სოციალურ  ქსელში საჯარო პოსტების გამო ადამიანებს მუშაობის უფლებას ართმევენ.

"ქართული ოცნების" მხრიდან უკვე გაკეთდა რადიკალური განცხადებები, რომ, მათი შეფასებით, ქვეყნის მოღალატეები მომავალ პარლამენტში ვერ მოხდებიან. ოპოზიციაში უმძიმეს წინასაარჩევნო პერიოდს ელოდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი უკვე ამოწურა და  ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ხერხს გამოიყენებს.

ჩვენ ველოდებით ამ რეჟიმის მხრიდან ყველანაირ სისაძაგლეს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და მოიფიქროს. არც ვიცით, სადამდე შეიძლება ესენი დაეცნენ და ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური აზროვნება გამოამჟღავნონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც მოისყიდიან და ვერც შეაშინებენ, აუცილებლად დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა  ბოკერია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" რა მეთოდებსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე იყენებდა, იგივეს გააკეთებს ახლაც. 

სიძულვილი, დაშინება, ძალადობის მუქარა და ძალადობა, მოსყიდვის მცდელობა. ოღონდ განსხვავებით 2018 წლისგან, ახლა შანსი არ აქვთ ამ გზით წარმატების მიღწევისა. ჩვენი, "ევროპული საქართველოს" მიზანი არის, ამ მეთოდების მიუხედავად, ჩვენ არ მივცეთ საშუალება ქვეყანა დააზიანონ, მანამ, სანამ ხელისუფლებაში არიან, - ამბობს იგი. 

ბოკერიას თქმით, არჩევნების მოგების შემდეგ დღევანდელმა ოპოზიციამ ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს და დაასრულოს ძალადობა, მტრებად გამოცხადება და კრიმინალებთან შეკვრა.  

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი ელის და "ოცნება" ყველაფერს იკადრებს. 

მე პირადად ველი აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წინა საარჩევნოდ უკადრია ხელისუფლებებს. იკადრებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ძალადობაც იქნება, სიბინძურეებიც იქნება, დევნაც იქნება, - აცხადებს იგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი