
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლში აპირებს - იგი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მხრიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა სანოტარო საქმიანობა და ამ ფაქტს იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს, რომელსაც დედამისის, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა.
შენგელიას თქმით, იგი იბრძოლებს, რომ ქვეყანაში ცენზურა არ დაკანონდეს და თუ საჭირო გახდა, საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.
ეს აბსურდული, პოლიტიკური დევნა, პლუს აბსურდული სამართლებრივი დევნა ფეისბუქ პოსტების გამო შეწყდეს და მომეცეს საქმიანობის უფლება. ვაპირებ, ყველა გზა ამოვწურო, ყველა ინსტანციას მივმართო და ბოლომდე ვიბრძოლო, რომ ამ ქვეყანაში ცენზურა არ დაკანონდეს და ამ ქვეყანაში გენინსპექცია და სახელმწიფო უწყებები არ იყვნენ დაკავებული ჩვენი ფეისბუქ პოსტების მონიტორინგით და არ შეგვიზღუდონ კონსიტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, - აცხადება ნოტარიუსი.