პარლამენტში კანონპროექტების უმრავლესობა დაჩქარებული წესით განიხილება

გამოქვეყნდა:

კანონპროექტების დაჩქარებული განხილვა საქართველოს პარლამენტში - საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაჩქარებული განხილვის მოთხოვნები, რომელიც წარდგენილია მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, პარლამენტის ბიურომ ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში "დემოკრატიის ინდექსი საქართველოში" ამბობენ, რომ განმარტებით ბარათში მოცემული დაჩქარების კონკრეტული და გონივრული მიზეზები საფუძვლიანი არ არის, რაც აჩენს კითხვას, რატომ ჩქარობენ დეპუტატები. 

კანონპროექტების უმრავლეს შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც მიზანშეწონილი იქნებოდა ამ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა. პროცესს აკლია გამჭვირვალობა, ვერ ესწრება არსებითად საკითხების განხილვა, ექსპერტების მოსაზრებების მოძიება-მოსმენა. ეს რა თქმა უნდა ეჭვებს აჩენს, თუ ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ამ ფორმით კანონების მიღება, - აცხადებს "დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" დამფუძნებელი ეკა ციმაკურიძე.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი