
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციურ პარტია "ევროპულ საქართველოს" შეურთდა - ერთობლივი განცხადებები გიგი უგულავამ და თემურ კახიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უმრავლესობის მიერ მისი თანაგუნდელის პარტიის რიგებიდან გარიცხვა. ის ბათუმის საკრებულოში ერთი წლის წინ, "ოცნების" პარტიული სიით მოხვდა.
ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც ვიყავი, ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან. ვტოვებ თანამდებობას, გადავდექი იურიდიული კომისიის თავმჯდომრეობიდან. რატომ წავედი იქ, სადაც წავედი. ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს. მათ აქვთ ხედვა, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა იმ შექმნილი კრიზისიდან, რაც არის საქართველოში, - ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ თემურ კახიძის ფრაქციიდან დილაადრიან გარიცხვა აჩვენებს საზოგადოებას "ქართული ოცნების", როგორც ძირგამომპალი ხელისუფლების რეალურ სახეს.
ბათუმის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ მათი გუნდი ყოველთვის შეუწყნარებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიმართ, რაც პოლიტიკურ გარიგებებს უკავშირდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.