მე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს - "ოცნება" დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სიფრთხილისკენ მოუწოდებს "ყველას" საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას. ბოჭორიშვილმა ეს კომენტარი აშშ-ს ელჩის, კელი დაგნანის განცხადების შეფასებისას გააკეთა: 

"ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ორი ოკუპირებული რეგიონი და რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ყველას, ნებისმიერი ნაბიჯის თუ განცხადების გაკეთებისგან" ამბობს ბოჭორიშვილი

"მე არც ეს კომენტარი გამიკეთებია და შესაბამისად, ვერც ამ კომენტარის კომენტარზე გავაკეთებ...მე  FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი ვის აქვს წაკითხული" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა დეგნანის განცხადებას.  

არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის - ეს განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდეს.


 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი