გორისა და ატენის ეპარქია გორის მერიას სთხოვს, უძრავი ქონება 99 წლით გადასცეს

გამოქვეყნდა:

გორისა და ატენის ეპარქია გორის მერიას სთხოვს, უძრავი ქონება 99 წლით გადასცეს - ინფორმაციას გამოცემა  mozaikanews ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 8 ივლისის სხდომაზე განიხილავს დადგენილებას, რომლითაც გორისა და ატენის ეპარქია ითხოვს ქალაქ გორში, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 99 წლით სარგებლობაში გადაცემას.

დადგენილებაში წერია, რომ მიწის ნაკვეთზე შემდგომში დაგეგმილია წმინდა მთავარანგელოზთა ტაძრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოიცავს სამრეკლოს, საეკლესიო მაღაზიას და სამოძღვრო ოთახს.

  “მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 99 წლის ვადით, გადასცეს საქართველოს საპატრიარქოს (204395537), გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ გორში, ჯუღაშვილის ქ. მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 66.45.17.348”, – წერია საკრებულოს დადგენილებაში.

 გადაწყვეტილებას გორის საკრებულო 8 ივლისის სხდომაზე მიიღებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი