შეიძლება მერე ხალხის ემოციებზე იმოქმედოთ, რომ კაცი ევროპაში დაბადების დღეზე დადის - კობახიძე კალაძე/თალაკვაძის ევროპულ ვოიაჟზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ არ უარყო ჟურნალისტებთან ინფორმაცია, რომ კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ევროპაში, დაბადების დღის აღსანიშნად იმყოფებიან, თუმცა ამბობს, რომ ამაზე თავად კალაძე და თალაკვაძე იმყოფებიან.

კითხვა კობახიძეს ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე არ დასწრებიან: 

"მე არ ვიცი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. დღეს არ შეეძლოთ მათ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოსვლა. კონკრეტული მიზეზების გამო, მე მქონდა კახა კალაძესთან საუბარი, ვიცი სადაც არის და რისთვისაც არის, თუმცა თვითონ გააკეთებს კომენტარს. რამე ინტრიგას თუ ეძებთ, დამერწმუნეთ საფუძველი არ გაქვთ... 

ხო, შეიძლება ადამიანი იყოს ევროპაში კონკრეტული მიზეზით და არა იმ მიზეზის გამო, რასაც თქვენ ამბობთ.

დაბადების დღე, შეიძლება იქ რაღაცა მერე ხალხზე იმოქმედოთ, ხალხის ემოციებზე, რომ კაცი ევროპაში დაბადების დღეზე დადის, მაგრამ მერწმუნეთ დაბადების დღეზე წასასვლელად არ გამგზავრებულა ევროპაში" თქვა კობახიძემ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი