
თბილისის მერიამ აეროპორტის ტრასაზე, ე.წ. დამპალოს ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაობი კიდევ ერთხელ დაიწყო. შედეგად, კახეთის გზატკეცილზე დილიდან საცობებია.
ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა თბილისის მერის მითითებით, ამ ხიდებზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
როგორც საინფორმაციო ბანერი იუწყება, სამუშაოები ერთი თვე გაგრძელდება.