ლაგოდეხში მოითხოვენ, 68 წლის კაცზე ძალადობაში მონაწილეთა ოჯახებმა სოფელი დატოვონ

გამოქვეყნდა:

აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში - კაბალის თემის  ახალგაზრდების ერთი  ნაწილი არასრულწლოვანი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან  შეიკრიბა. ისინი შუახნის კაცის ცემისა და შეურაცხყოფისათვის დაკავებულების ოჯახების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

მოთხოვნებს შორის, იმ პირების წინააღმდეგ არსებული საჩივრის უკან გამოტანაა, რომლებმაც 68 წლის კაცის შეურაცხყოფაში მონაწილე ახალგაზრდებს დაკავებამდე სცემეს.

ადგილობრივები ასევე  მათი ოჯახის წევრების მხრიდან სოფლის დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და აქციის  მონაწილეებს განუმარტეს, რომ  გამოძიება ცემის  ფაქტზე დაიწყო და არა ოჯახების განცხადების საფუძველზე. 

საქმე ეხება 24 ივნისს მომხდარ ძალადობისა და ფულის გამოძალვის ფაქტს. რა დროსაც ორი ახალგაზრდა, ასაკიან კაცს ფიზიკურად გაუსწორდა და შანტაჟის გზით 8000 ლარის მიტანას აიძულებდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი