ქუთაისის აეროპორტში მგზავრს მიმართულება აერია და ვარშავის ნაცვლად აბუ-დაბიში აღმოჩნდა - სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც მოქალაქე ყვება, რომ მისი და შემთხვევით სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდა.
ადგილობრივი მედია Megatv წერს, რომ მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შეცდომით, ვარშავის ნაცვლად აბუ-დაბიში მოხვდა უკვე დანიშნულების ადგილასაა.
გამოცემის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, მგზავრი აბუ-დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი პირველივე რეისით ვარშავაში გაფრინდა.
"ქუთაისის აეროპორტიდან , ჩემს დას Wizz Air ფრენა ქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითააც უთხრეს იქეთ წავიდა . აღმოჩნდა აბუ დაბის თბითმფრინავში.
ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ , არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება საქართველოდან, რატო გამოგიშვეს ასეო. ბარგს რაც შეეხება ჯერ ვიცოდით , რომ იყო ვარშავაში, შემდეგ გავიგეთ, ქუთაისშიაო,
გთხოვთ, თუ იცით ან მსგავსი შემთხვევა თუ ოდესმე ყოფილა დაგვეხმარეთ რამენაირად” - წერდა სოციალურ ქსელში მოქალაქე.