მინდორში გადაგდებული მილიონი ლარი - ყვარელში ტრაქტორი უპატრონოდ ჟანგდება

გამოქვეყნდა:

მილიონად ღირებული ტექნიკა, რომელიც უპატრონოდ ჟანგდება. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა მდინარის ხევში ექსკავატორი, რომელსაც კიდევ ნახევარი საუკუნე უნდა ემუშავა და სტიქიისას ხევი გაეწმინდა. მერი და მისი მოადგილეები "მთავარი არხის" კამერას დაემალნენ და კითხვებზე პასუხების გაცემა არ მოინდომეს. ადგილობრვები კი ღიად ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ ექსკავატორის მიტოვებით, ფაქტობრივად, მთელი სოფელი გაწირა, რომელსაც ყოველი სტიქიისას ხევის ადიდების ეშინია.

"კამაცუს" ფირმის ექსკავატორი ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოსთან მდინარის ხევში დაგდებული ვიპოვნეთ. საკმაოდ ძვირადღირებულ ტექნიკაზე ბალახია ამოსული და ობობის ქსელებშია გახვეული, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს ტრაქტორი აქ უკვე დიდი ხანია უმოქმედოდ გდია. გამქრალია ძრავი. ტექნიკა რომელიც რაიონს თუნდაც სტიქიის დროს სრული დატვირთვით უნდა გამოეყენებინა, დღეს უფუნქციოა. 

ექსპლუატაციის ვადის გასვლას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია არ დაელოდა. ტექნიკამ რომელიც რაიონს მუნიციპალური განვითარების გრანტით, სტიქიის დროს ნაპირსამაგრი სამშაოებსითვის გადაეცა და რომელიც თითქმის მილიონი ლარი დაჯდა, 10 წელიც ვერ გაძლო. ის რომ "კამაცუს" ფირმის იაპონური ტრაქტორი აქ უკვე დიდი ხანია გდია, ადგილობრივებიც გვიდასტურებენ. 

ძვირადღირებული ტრაქტორის ამბის მოსაკითხად ყვარლის მერიაში მივედით. გვინდოდა, მერისგან გაგვეგო რატომ არის რაიონისთვის მნისვნელოვანი ტექნიკა გაძარცვვული და მიტოვებული. მერიის შენობაში პასუხისმგებელი პირებიდან, სამუშაო საათების მიუხედავად, არავინ დაგვხვდა. 

მერისა და მისი მოადგილეების უშედეგო ძებნის შემდეგ გვითხრეს, რომ ყველა მათგანს შვებულება ჰქონდა დაწერილი და "ქართული ოცნების" შტაბში წინასაარჩევნო სამზადისში იყვნენ ჩართულები. ვცადეთ მერთან როსტომ სესიაშვილთან შტაბში მივსულიყავით და იქ გავსაუბრებბოდით. მერის მანქანა "ქართული ოცნების" შტაბთან ვნახეთ, თუმცა თავად მერი დაგვემალა. 

მერი დაიმალა, ისევე როგორც მისი მოადგილეები და ყველა პასუხსიმგებელი პირი. ერთადერთი, რისი დამალვაც ყვარლის მერიაში ვერ შეძლეს, "კამაცუს" ფირმის ტრაქტორია, რომელიც წესით მოსახლოების უსაფრთხოებისა და რაიონის სხვადასხვა საჭიროებებისთვის უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, უკვე თითქმის ერთი წელია, უფუნქციოდ ძრავაამოცლილი, მდინარის ხევში გდია და იჟანგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი