დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 4 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - პირველი ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდაა. 

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეირჩა 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც გახსნილია მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, ახალციხე, თელავი, ოზურგეთი და ასევე დაბა ხულო.

ცენტრები ჯამურად 90 000-მდე რეგისტრირებულ აპლიკანტს მოემსახურება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში, ერთდროულად, დილის 8 საათზე, გამოცდა კი 9 საათზე დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოხსნილია საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება და გაუქმდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აღარ ექნებათ დამცავი ფარები.

იხილეთ ყველა გამოცდის განრიგი დეტალურად:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი