დემონსტრანტები ღამეს კანცელარიასთან გაათევენ - პოლიციამ რკინის ჯებირები უკვე აღმართა

გამოქვეყნდა:

აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა, ნოდარ რუხაძე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დემონსტრანტები კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათევენ.

"ირაკლი ღარიბაშვილი მივა კანცელარიაში და შეეცდება, რომ ჩაატაროს სხდომა. მე, ერთი ადამიანი ჩემს გუნდთან ერთად, ვაპირებ, რომ მას დავხვდე. გთხოვთ, გადავინაცვლოთ და შევუერთდეთ მსვლელობას კანცელარიამდე. დღეს ვრჩებით კანცელარიასთან",- თქვა რუხაძემ. 

პოლიციამ კანცელარიის შენობას უკვე შემოავლო რკინის ჯებირები.

ფოტო: რადიო თავისუფლება 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი