ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო-ტექნიკური დახმარებას გაუწევს

გამოქვეყნდა:

ავსტრალიის პრემიერმინისტრის განცხადებით, უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ასევე ვაძლევთ დამატებით 14 APC-ს და 20 Bushmaster-ის ჯავშანმანქანას. ამით "ბუშმასტერების" საერთო რაოდენობა 60 იქნება", - დასძინა ავსტრალიის პრემიერმა.

ავსტრალია ასევე უზრუნველყოფს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას და უპილოტო საფრენ აპარატებს, დახმარებას გაუწევენ სასაზღვრო ჯარებს.

"ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ დამატებით ფინანსურ სანქციებს და მოგზაურობის აკრძალვას. ჩვენ ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი ომი", - თქვა ავსტრალიის პრემიერმა. 

მისივე თქმით, უკრაინულ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაუქმდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი