ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

გამოქვეყნდა:

დღეს, 4 ივლისს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურის დაწერენ.

საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. 

კოვიდრეგულაციებიდან წელს მხოლოდ ერთი შენარჩუნდა -  იმ შეთხვევაში, თუ აბიტურიენტს დადასტურებული აქვს კორონავირუსი კონკრეტულად იმ დღეს, როდესაც გამოცდაზე უნდა გავიდეს (ან არ არის კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 7 დღე გასული), გამოსაცდელი უნდა დარჩეს სახლში და მას განმეორებითი სესია ჩაუტარდება. 

წელს საგამოცდო ცენტრები ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 41 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოემსახურება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი