სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის დაბალი, იქ - დაბალი ბარიერი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო - სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი. არავითარი სხვა პირობა არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, დავუბრუნდებოდით ამ კანონპროექტის განხილვას. არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით, არ თქმულა. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი