როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და აშშ-სა და გერმანიის ელჩები ესწრებოდნენ. 

სალომე ზურაბიშვილმა მათ პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ იყო მიმართული. 

როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული, - განაცხადა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი