რუსეთი ძალიან ღიად მოქმედებს საქართველოში - ოპოზიცია კრემლის ბოლოდროინდელ გააქტიურებას აფასებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას განაგრძობს - ასე აფასებს ოპოზიცია იმ გზავნილებს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაისმა.

ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებასაც ელოდებიან. არჩევნებში რუსული მხარის შესაძლო ჩარევის შესახებ განცხადებები დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გუშინ გაისმა.

მთავარი გზავნილები ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპარლამენტარებმა გააჟღერეს. მათი თქმით, ქვეყანა ოქტომბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევისთვის მზად უნდა იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთს აწყობს მისი მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა და ყველა მეთოდით შეეცხება მის შენარჩუნებას.

"რესპუბლიკური პატრიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი კი აღნიშნავს, რომ რუსეთი საკმაოდ ღიად მოქმედებს საქართველოში, თუმცა წარსული გამოცდილებით, რუსული ვექტორი საქართველოში დიდ გავლენას ვერ ახდენს.

რუსეთის არცთუ მთლად რბილი ძალა ძალიან ღიად მოქმედებს საქართველოში... მაგრამ 30 წლის განმავლობაში, რუსეთი ვერ მოერია საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ბევრჯერ შეგვაფერხა, მაგრამ რუსული ვექტორი საქართველოში არ გავიდა, - განმარტავს ბერძენიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი