პარლამენტი საარჩევნო კოდექსს დღეს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კოდექსს დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით - მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

ოპოზიცია არ აპირებს პროექტის მხარდაჭერას, რადგან მათი თქმით, დოკუმენტში სრულად არ არის გათვალისწინებული ეუთოს/ოდირის რეკომენდაციები და ვერ იცავს საარჩევნო პროცესს ძალადობისგან.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჩვენ ვღებულობთ საარჩევნო კანონს, რომელიც მორგებულია "ქართული ოცნების" პირად ინტერესებზე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

კოდექსის კიდევ უფრო დახვეწის საჭიროებაზე საუბრობენ დამოუკიდებელი დეპუტატები, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი დოკუმენტს დღეს მხარს დაუჭერენ.

არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ დამატებითი რეგულაციები ყოფილიყო... თუმცა, ძირითასდად მაინც ჩემი აზრით, ეს პოზიტიური ცვლილებებია და ემსახურება იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რა ხარვეზებიც გამოვლინდა, ის ხარვეზები იყოს ადეკვატურად კოდექსში ასახული, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი