აქცია ქუთაისის მერიასთან - სასწრაფო დახმარების ჯგუფები მენეჯერის გათავისუფლებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიასთან ექიმები აქციას მართავენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მენეჯერის, მაია რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალ ხელმძღვანელს არ მიიღებენ. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელმძღვანელი გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. 

"მერიის შენობასთან ზუსტად იმიტომ მოვედით, რომ ქუთაისის მერიამ და ქუთაისმა იცის ზუსტად, როგორ შრომობს სასწრაფო თავისი არაჩვეულებრივი მენეჯერის ხელმძღვანელობით. ჩვენ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ ჩვენი მენეჯერის უსაფუძვლოდ სამსახურიდან გათავისუფლებას, გთხოვთ მოგვეცით საშუალება ისევ ვიყოთ ხალხის სამსახურში", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

150-მდე სასწრაფო დახმარების თანამშრომელი შესაბამისი უწყებებიდან პასუხის მოლოდინშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი