"ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ | სამედიცინო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებამდე, ცენტრი "ემპათია" მესამე პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრას გამართავს.

დოკუმენტში, რომელიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, ასახული იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე და უკვე გაწეული მკურნალობის შედეგები.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამედიცინო დასკვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება სასამართლო განხილვებისა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადასაყვანად.

"ეს იქნება მორიგი შემაჯამებელი სახის ვიზიტი ამ ექსპერტიზის ფარგლებში, რის შემდეგაც, უკვე ყოველწუთიერად ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ის ნათელს მოჰფენს ყველა იმ დარღვევას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობის პერიოდში განხორციელდა და მეორე მხრივ, ცხადია, ის გავლენას მოახდენს დაცვის მხარის სტრატეგიაზე. მათ შორის, ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა პირველ რიგში და ამ კუთხით, შემდეგი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით ბუნებრივია, დავეყრდნობით ექსპერტების დასკვნას", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი