რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს.

გამოცემა WSJ-ს ცნობით, დანილოვმა აღნიშნა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის არსენალის ამოწურვის ნიშნები შეინიშნება. 

ამასთან, WSJ წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ, რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. კერძოდ, საწყის ეტაპზე, რუსები ცდილობდნენ ღრმად შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, რის გამოც მათ დიდწილად წარუმატებლად დაკარგეს ელიტარული ნაწილები, ახლა კი არტილერიის საფარქვეშ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. 

დანილოვის თქმით, რუსები ყოველ კვადრატულ კილომეტრზე დიდი რაოდენობით არტილერიას და ჯავშანტექნიკას აგროვებენ, რასაც უკრაინელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან, ეს კი აგრესორებს უპირატესობას ანიჭებს.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. 

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ გასულ თვეში ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის მიღებამ, უკრაინას საშუალება მისცა, ზუსტი დარტყმები განეხორციელებინა იმ რუსულ სამიზნეებზე, რომლებიც მანამდე ქვეყნის შეიარაღებაში არსებული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო. დანილოვის თქმით, "რუსები დაუცველები არიან HIMARS-ის მიმართ". მან დასძინა, რომ უკრაინას კიდევ ათეულობით ასეთი გამშვები მოწყობილობა დასჭირდება.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი