ვიღაც არახამიამ თავის ქვეყანას შეუქმნა [პრობლემები], ჯერ თავისია თუ არა, ისიც არ იცის - კობახიძე

გამოქვეყნდა:

როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას სურს, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს. როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დავით არახამიას განცხადებამ დღეს კიდევ ერთხელ გამოიყვაბნა წყობიდან.

ირაკლიო კობახიძისთვის, ივანიშვილის დასანქცირება "საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას" ნიშნავს. მისი თქმით, ივანიშვილმა თავის ოჯახისთვის "მხოლოდ 200 მილიონი" დაიტოვა და თუ მის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ვეღარ განხორციელდება "ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, თეატრების აღდგენა და ა.შ."

"ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის სერიოზული პრობლემები და ახლა იგივე პრობლემები უნდა შექმნას ახალ საქართველოშიც.

ასეთი სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებეულიყო ქართველი ხალხისთვის, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უფრო უარესი და ეს არესი რა არის ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს" ამბობს კობახიძე.  

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება. მაიკ მაკფოლის შემდეგ, დღეს განცხადება გაავრცელა დავით არახამიამ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი