ხელისუფლება დევნილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს - ბორჯომში, თამარ მეფის ქუჩაზე, სამსართულიან შენობაში შესახლებულ ოჯახებს, რომელთათვისაც ბინები საკუთრებაში უნდა გადაეცათ, ეს პროცესი  ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გადაუდო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტისაგან წერილი მიიღეს, რომ საკითხის მოგვარება სწორედ საარჩევნოდ იგეგმება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამით ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება.

ამ ბინების დაკანონებას, რეალურად, ორი სახელმწიფო უწყების შეთანხმებას, სჭირდება, მაქსიმუმ 10 დღე, იმისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება არსებობს, დააკანონონ ეს შენობა, პირდება ახლა წინასაარჩევნოდ, შემდეგ უნდა დაუწყოს ვაჭრობა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქვათაძე.

ბინების გადაცემის მოთხოვნით დღეს ბორჯომში აქცია იგეგმებოდა, თუმცა როგორც ოპოზიცია აცხადებს, სუს-მა აღნიშნული ოჯახები დააშინა და ადგილზე ჩვენს გადამღებ ჯგუფს უცნობი პირი დახვდა, რომელმაც პროვოკაციის მოწყობა სცადა.

ბორჯომის მერია "მთავარ არხთან" განმარტების  გაკეთებაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი