იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება - ბაჩანა შენგელიას საქმე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო საქალაქო სასამართლოს განჩინებას არ ასრულებს - პირველმა ინსტანციამ ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე უწყებას დაავალა, რომ მას აღუდგინოს წვდომა ყველა იმ პროგრამაზე, რაც სანოტარო საქმიანობის განხორციელებისთვის სჭირდება.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუმცა ამ მომენატამდე მას არ აქვს წვდომა არც სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და არც სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო სხვა პროგრამებთან. იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლომდე მას ეს უფლება არ აღუდგება, ხვალ უკვე პროკურატურაში შეიტანს განცხადებას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობის უფლება მის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების შინაარსის გამო შეუწყვიტა, სასამართლომ კი სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი