ილონ მასკი Twitter-ს აღარ შეიძენს

გამოქვეყნდა:

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ს აღარ შეიძენს

წერილში, რომელიც მისმა ადვოკატებმა Twitter-ის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს, ნათქვამია, რომ ილონ მასკი კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადების თანახმად, მასკი გადაწყვეტილების მიზეზად მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. 

მასკი განმარტავს, რომ Twitter-ის წარმომადგენლებმა კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მონაცემები სრულად არ მიაწოდეს. 

რაც შეეხება Twitter-ის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ მიმართავენ სამართლებრივ მოქმედებებს გარიგების აღსასრულებლად.

იურისტები ამბობენ, რომ მასკს შეთანხმებიდან გასვლა გაუჭირდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი