
კორუფცია ყვავის, ყველგან ფულს იპარავენ - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე გააკეთა.
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენლის აზრით, განახლებული საარჩევნო კოდექსი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად ვერ პასუხობს.
კორუმპირებულია ყველა და ყველაფერი დღეს საქართველოში. კორუფცია ყვავის, ყველგან ფულს იპარავენ. ყველა მერი კორუმპირებულია თითქმის. ყველგან ტენდერებზე მიდის ფულის შოვნა. ამაზე რეაქცია რატომ არასდროს არ არის პარლამენტში? და უბრალოდ გვინდა რაღაც ფასონური ცვლილებებით საარჩევნო კოდექსში გავიდეთ ფონს? - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე კოდექსში შეტანილ ცვლილებებს დეპუტატების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.