"ევროპული საქართველო" "ქართული მარშისთვის" ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" "ქართული მარშისთვის" ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობას აპროტესტებს.

ოპოზიციური პარტიის წევრები განათლებისა და კულტურის სამინიტროს მოუწოდებენ, უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და ულტრარადიკლურ დაჯგუფებას, რომლის მოქმედებაც ქვეყნის ეროვნულ ინტერსს ეწინააღმდეგება, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყრილობის ჩატარების უფლება არ მისცეს.

ე.წ. "ქართული მარში" არის არამხოლოდ ძალადობრივი, ექსტრემისტული, ანტიდასავლური დაჯგუფება, არამედ ის არის "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული, "ქართული ოცნების" გაგრძელება, - ამბობს პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა მარშმა" პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება სწორედ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაწყვიტა. მუზეუმის დირექტორი კი ამბობს, რომ მისთვის მნიშნელობა არ აქვს რა პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევრები შეიკრიბებიან ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მზად არის ეს ადგილი რუსული ფულით დაფინანსებულ ნეოფაშისტურ მოძრაობას დაუთმოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი