არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ - ხვიჩია

გამოქვეყნდა:

"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია კლინიკა "ვივა მედში" მივიდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ხვიჩიამ შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტს დღეს გაიცნობს და გაესაუბრება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. 

გარდა ამისა, ხვიჩიას თქმით, ის გააცნობს მოსაზრებას, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ხვიჩიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში:  

"არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ, ესეც თავისთავად მაინტერესებდა. მოლოდინი მაქვს სერიოზული საუბრის, თუ რა თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის საუკეთესო ინტერესებში. მაინტერესებს როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, მოვლენებს, რომელიც ხდება ქვეყანაში და როგორია მისი თვალით დანახული ოპტიმალური გამოსავალი.

 ბევრჯერ ვცადე გამეგო ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, რომელიც ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

ამიტომ, რადგან არის საშუალება გავიგო მისი პოზიცია, გავიცნო ბატონი პრეზიდენტი, თან ჩემო მოსაზრება ვუთხრა და  ვუთხრა როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება ციხიდან და როცა პირდაპირი დისკუსია არის შესაძლებელი, შუამავლების გარეშე უნდა ვისაუბროთ.

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და საქართველოს ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, რომ აქ ,,ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის თანხმობაც იქნება იმაზე, რომ ჩვენ ის პირობები შევასრულეთ, რაც  ევროპელებმა გვითხრეს”, - თქვა ხვიჩიამ კლინიკაში შესვლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი