
ელისაშვილი მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავა ამბობს, რომ პარტიაში "ლელოსთან" თანამშრომლობას განიხილავენ, "სამოქალაქო მოძრაობის" და ახლა უკვე პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კი ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა.
„ლელო“ თავის შეხედულებებში მკაფიოა, ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას. ჯერ-ჯერობით ჩვენ არც მთაწმინდაზე განვისვენებთ და არც სიკვდილს ვაპირებთ. მან განაცხადა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას, ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა, ასეთ ვითარებაში, ცხადია, ძალიან რთული იქნება თანამშრომლობა, - ამბობს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის შექმნას ვისთანაც ისურვებდა, მათი ძირითადი ნაწილი უკვე მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.