დავალება ივანიშვილისგან და ზეწოლა მედიაზე - სუს-ი "მთავარი არხის" წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის დავალება სუს-ს- ასე აფასებს ოპოზიცია "მთავარ არხზე" გასული რეპორტაჟით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაინტერესებას. უწყება დამოუკიდებელი ტელეკომპანიისგან კორონავირუსის სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის თემაზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეების დაშინება დაიწყო. მათივე თქმით, ლილუაშვილის უწყება პირადად ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს: 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტური გამოძიება იყო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ძალიან ახლოს ხართ იმ კვანძის გახსნასთან და სწორედ ამიტომ სუს-ს დაევალა მაქსიმალურად ჩაერიოს და მოახდინოს ამ ფაქტების წაშლა, ან მოწმეთა დაშინება, ან სხვაგვარი მანიპულაციები - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება და პროცესების ასე წარმართვა მიუთითებს იმ დამოკიდებულებაზე, როგორც აპირებენ ჩაატარონ მთელი საარჩევნო კამპანია და ეს არის საშიში ტენდენცია, როცა სახელმწიფო ინტერესდება სატელევიზიო შინაარსით - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი კიკნაველიძე

საბოტაჟი ეს არის რა? როდესაც ვიღაცეებმა წინასწარ დაგეგმეს რომ სახელმწიფო დაეზიანებინათ და ორგანიზებულ ჯგუფია, რომელმაც ეს ჩაიდინს. სუს-მა ან კეთილი ინებოს და გვითხრას ვინ არის ეს ორგანიზებული ჯგუფი და რა ჩაიდინა, ან ბოდიში უნდა მოიხადოს ხოლმე რეპუტაციული ზიანისთვის - ამბობს "ლელო საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს დავით უსუფაშვილი

მსგავსი სიბინძურე წარმოუდგენელი მეგონა მთავარი არხისგანაც კი - ასე ეხმაურება საბოტაჟს მუხლით დაწყებულ გამოძიებას უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ სუს-ს საქმის აღძვრის ობიექტური საფუძველი აქვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი