
საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი კარგი გზავნილი - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსენი თავისი კოლეგის, კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიას სათაურით - "ამერიკა საქართველოს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, გვერდით უნდა დაუდგეს''.
სტატიაში რომელიც გამოცემა " ჰილსში" გამოაქვეყნა, ოკლაჰომელი კანონმდებელი წერს, რომ რუსეთში განსწავლული და კორუფციული გზებით გამდიდრებული ივანიშვილი, ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.
პიტ ოლსენი ის კონგრესმენია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ასევე ტვიტერზე დაწერა, რომ ქართველი ხალხი უკეთეს მთავრობას იმსახურებს, რადგან ამჟამინდელი კორუმპირებული ხელისუფლება თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს. პიტ ოლსენი ივანიშვილის წინააღმდეგ ე.წ. სანქციების აქტის ერთ-ერთი ხელმომწერიც არის.