
სამწუხაროდ, ასეთ ჯგუფებსაც აქვთ კანონმდებლობით ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პარტიის დაფუძნების, მოძრაობის შექმნისა თუ ენ ჯე ოს შექმნის უფლება - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე "ქართული მარშის" პარტიის დაფუძნებას.
უმრავლესობის ლიდერი სანდრო ბრეგაძის პარტიასა და დასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის პარალელს ავლებს და მათ "კრიმინალურ ჯგუფებად" მოიხსენიებს:
ასევე გყვავს კრიმინალური ჯგუფები, პარტიად წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და პროდასავლურად პოზიციონირებენ. ორივე ძალიან საშიშია, ორივე ძალიან ცუდია. განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრიდან რომ მოდის, არანაკლები მოდის იქიდან“ - ამბობს მდინარაძე.
„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია გუშინ დააარსა და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.
ანტილიბერალური და ღიად პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგა.