"წარმოდგენა არ მაქვს" - გახარია "ოცნების" სიაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერ მინისტრს "წარმოდგენა არ აქვს" იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი. განცხადება ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა. გახარია ამბობს, რომ მისთვის ამ ეტაპზე სხვა საკითხები უფრო პრიორიტეტულია

წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ" ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები დაწყებული არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი