რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე 353 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 353 ბავშვია დაღუპული, 662-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 353, ხარკოვის ოლქში - 191, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ზაპოროჟიეს ოლქში - 31.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 138 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 221 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი