
დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - უმრავლესობის დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციასთან შეუსაბამობები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დაითვალა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და და გენერალურ პროკურატურას საკითხით დაინტერესებისა და დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდებს.
"გამჭვირვალობის" კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, მოგებული ტენდერებიდან 6,264,688 ლარი მიიღეს.
ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით გახდა.
ვრცლად ვიქტორ ჯაფარიძის, მისი კომპანიებისა და მოგებული ტენდერების შესახებ