"თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება" - გახარია ვიქტორ ჯაფარიძის მილიონებზე

გამოქვეყნდა:

თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება - ამბობს პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებსა და მის მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევიდან ხდება ცნობილი ჯაფარიძის და მისი შვილის კომპანიებმა მოგებული ტენდერებიდან ბოლო 2 წელში 6 მილიონი მიიღეს

"ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ტრანსფარენტული და ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში ეს მედია სივრცე, რომ არაფერი არ დაიმალება. ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით. შესაბამისად, თუ იქ არსებობს რაიმე იოტისოდენა საფუძველი იმისთვის, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა დაიწყება - ამბობს გახარია 

მოგებული ტენდერებიდან მიღებული მილიონების გარდა, "გამჭვირვალობის" ანგარიშში ნათქვამია, რომ დეპუტატის ოჯახი ქართული ოცნების შემომწირველიაTI-მ ჯაფარიძის არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიც აღმოაჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი