დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა - ექსტრადირება ბერლინიდან დღეს განხორციელდება

გამოქვეყნდა:

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება.

მას ბრალად ედება 2006 წელს ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა

გარდა ამისა ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ერთად, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000 ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი