ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ლეგიტიმურადაა ჩართული - თალაკვაძის პასუხი მარკუეინ მალინს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესმენ მარკუეინ მალინის განცხადებას.

თალაკვაძე ამბობს, რომ ქვეყანას ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური თანამდებობების პირები მართავენ.

ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე,- ამბობს თალაკვაძე.

კონგრესმენს დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრმაც თითქმის ანალოგიური განცხადებით უპასუხა. გახარია ამბობს, რომ საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები.

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა "ჰილსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ოკლაჰომელი კანონმდებელი წერს, რომ რუსეთში განსწავლული და კორუფციული გზებით გამდიდრებული ივანიშვილი, ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი