"ოცნების" სიძულვილის ენა - "ენმ" არასამთავრობოებს, საერთაშორისო პარტრნიორებს და სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაპირისპირებისა და პოლარიზებისთვის სიძულვილის ენა გამოიყენოს - ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნო კამპანიის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ სიძულვილს აღვივებს.

ამის დასტურად ენმ- ს ერთ ერთ ლიდერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ის განცხადებები მოჰყავს, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებს "კრიმინალებსა და რადიკალებს" უწოდებენ. ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ საქართველოში არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება წავა ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, შედეგები მძიმე იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით. ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს. უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრებადა ამ სიძულვილის ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს. ჩვენი ინტერესია არჩევნები დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცვილიაზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში. - ამბობს დეკანოიძე

მისი თქმით, ივანიშვილს გუნდი მთელი ცივილური სამყაროს რისხვას მიიღებს და ამაზე ცალსახა  მინიშნებები, დასავლელი პარტნიორებისგან ,უკვე არსებობს.
"ენმ" აპირებს აპირებს მიმართოს არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებს და სასამართლოს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი