"დღეს შეგვეძლო მიგვეღო მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში" - ვაშაძე საზღვრების გახსნას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

"ახალი საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას საზღვრების გახსნისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა.

მისივე თქმით, ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად აღარ არსებობს

მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ საზღვარი, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში? აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე- ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა? შენ, ფუქსავატო გახარია, რისთვის არსებობ თუ ადამიანებს არ ეხმარები და არანაირ ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ? - ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო "მწვანე ქვეყნების" სიაში შეიყვანა და ახლა ქვეყანას აქვს შანსი, მიიღოს მაღალშემოსავლიანი ტურისტები, თუმცა ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ ქვეყანა ჩაკეტა და ხალხი შიმშილისთვის გაწირა. ვაშაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების გამო, ქვეყანამ 2 მილიარდიანი ზარალი უკვე მიიღო

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი