
კაპიტანი გიგაურის ორგანიზაციის დასკვნას არ ვენდობი. ის პოლიტიკურად მოტივირებულია და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ატარებს, - ასე პასუხობს პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშს, რომელიც მის ბიზნესსაქმიანობასა და ქონებრივ დეკლარაციას ეხება.
ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მას ყველა კარგად იცნობს და არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ჯაფარიძე არ უარყოფს "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაში ყოფნას და ამობს რომ, მეტის საშუალება, რომ ჰონდეს უფრო მეტს შესწირავდა.
შეკვეთილი, წინასაარჩევნო კამპანია არის, მაგრამ ყველა კარგად მიცნობს და ძალიან კარგად იცის სულ ყველამ, სულ ყველაფერი. რაზე გაუკეთებია კომენტარი მაინტერესებს, "ქართული ოცნებისა" და მისი წევრების კრიტიკის გარდა. ეს ამიტომ არ არის დამოუკიდებელი ორგანზიაცია. ეს ვიღაცები აფინანსებენ. როგორც ჩანს, გამორჩენილი მაქვს. მე, "ქართულ ოცნებაში" შეწირული თანხები ჩემს ოჯახს. კიდევ, ნეტა მეტის საშუალება მქონდეს, რომ უფრო მეტი შევწირო ისეთ ორგანიზაციას, პოლიტიკურს, როგორიც არის "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება", რომელმაც გაათავისუფლა ეს ქვეყანა გიგაურისნაირებისგან, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ
შეგახსნებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
არასამთვრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და გენერალურ პროკურატურას დარღვევები შეისწავლოს და შესაბამისი რეგირება მოახდინოს.
ცნობისთვის, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია პარლამენტის წევრია, ის ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა.